Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
 №   01/29 - 01
 27.01.2015                                                                         
 ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო  ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ განახლების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ განახლების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა)რევაზ  გოგოხია  – ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესის“   მთავარი   რედაქტორი;
ბ)აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა – უნივერსიტეტის რექტორი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
გ)თეიმურაზ ბერიძე –  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
დ)აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ე)ელგუჯა მექვაბიშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ვ)დავით ნარმანია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ზ)ნოდარ ხადური – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
თ)მანანა ლობჟანიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური   უფროსი;
ი)ლევან ჯღარკავა – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დოქტორანტი.
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი                  თეიმურაზ ბერიძე